ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციის ქმედებების ახსნა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ერთად შეკრებილთა უმრავლესობა რუსეთის მიერ არის მართული და მათი დავალებითა და ფინანსებით მოქმედებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში არმონაწილეობასა და მათ შესაძლო, რუსეთიდან დაფინანსებაზე საუბრობს.

მჭედლიშვილის თქმით, ბოიკოტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს ხოლმე აზრი: როგორმე დაანახონ დასავლეთს, რომ ქვეყანაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება.
„ოპოზიციას მართლა სჯერა, რომ „ოცნება” რაიმე დათმობაზე შეიძლება წავიდეს, შესაძლო ახალი არჩევნების ჩატარების მხრივ?
მეორე ტურის ბოიკოტის პირობებში, ძალიან დიდი ალბათობით „ოცნება” დარჩენილი 17 მაჟორიტარული ოლექიდან მოიგებს ყველას, ანუ მას პარლამენტში ეყოლება 90 დეპუტატი.
გარდა ამისა, დასავლეთმა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ აღიარა არჩევნების დემოკრატიულობა და ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებს, პირიქით, მთელი ძალით „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ლანძღავენ. დიახ, ლანძღავენ უკვე ყოველგავრი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე.
ბოიკოტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს ხოლმე აზრი: როგორმე დაანახონ დასავლეთს, რომ ქვეყანაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. ამ ბოიკოტოთ ოპოზიციამ ხაზი გაისვა იმას, რომ ისინი მხოლოდ დესტაბილიზიციისკენ მიილტვიან, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და დასავლეთს ეს კატეგორიულად არ მოსწონს.
თუმცა, ოპოზიციის ესეთი ქმედებების ახსნა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ერთად შეკრებილთა უმრავლესობა რუსეთის მიერ არის მართული და მათი დავალებით და ფინანსებით მოქმედებს“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები