ევროკავშირი Pfizer-ის, BioNTech-ისა და CureVac-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 10 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდას გეგმავს
ევროკავშირი Pfizer-ის, BioNTech-ისა და CureVac-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინების შესაძენად 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გადაიხდის – ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა „როიტერს” განუცხადეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„გარდიანის“ ცნობით, გაერთიანება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის თითო დოზას 15.50 ევროდ (18.34 აშშ დოლარი) შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის 200 მილიონი დოზის შესაძენად, ჯამურად, 3.1 მილიარდ ევროს (3.7 მილიარდი აშშ დოლარი) გადაიხდის, ხოლო დამატებით 100 მილიონი დოზის შეძენის შემთხვევაში კი ამ თანხის ოდენობა 4.65 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
ამასთან, ევროკავშირი გემავს, რომ CureVac-ის მიერ შექმნილ ვაქცინაში 225 მილიონი დოზა შეიძინოს და თითოეულის სანაცვლოდ 10 ევრო (11.84 აშშ დოლარი) გადაიხადოს.