ინფექციონისტი – თენგიზ ცერცვაძეზე: აქვს ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ასაკიდან და  თანმდევი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, მას განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა უცვლელია. მისივე განცხადებით, პაციენტს დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.
„დილის მონაცემებით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მას ტემპერატურული რეაქცია 38 გრადუსამდე აღენიშნებოდა, ასევე, აქვს თავისა და ყელის ტკივილი, ხველა და საერთო სისუსტე.
ამ ეტაპზე, ლაბორატორიული მონაცემების შედეგებს ველოდებით, რომელიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. ამ დინამიკის მიხედვით შეფასდება, თუ დასჭირდება მას რაიმე ახალი მკურნალობა. ფონური დაავადებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს ასაკი და ორმხრივი პნევმონია, ფასდება, როგორც საყურადღებო პაციენტი,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები