ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და   საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც  ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების  (DCFTA) ფარგლებში,   ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები,რომლებიც     ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური  ვიზიტისას დადებითად შეაფასა.  კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებდართულია ქართული თაფლის (2016 წელი), შავი ზღვის ქაფშიის( 2017 წელი) და  გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი”, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.

(https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:OJ.L_.2020.386.01.0006.01.ENG&toc=OJ:L:2020:386:TOC)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები