„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციული უნდა იყოს.
მისივე თქმით, არჩევნები ოთხი წლის შემდეგ, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.
„დიალოგის ფორმატში, მათ შორის, პარლამენტშიც უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ მსჯელობა, რა გზას აირჩევენ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და დემოკრატიული პროცესის გასაგრძელებლად.
არჩევნები ოთხი წლის შემდეგ, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება“, – დასძინა გიორგი ხელაშვილმა.