“ექსპორტი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას, გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე”
“სწორედ ექსპორტი და, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას, თანდათან ვანულებთ კლებას და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი ლოკომოტივი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტია.
„სწორედ ექსპორტი და, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას, თანდათან მცირდება კლების ტემპი, თანდათან ვანულებთ კლებას და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე და ამ პროცესის ერთ-ერთი ლოკომოტივი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტია, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს და სხვა მიმართულებითაც ზრდა გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა.