მაია ბუწაშვილი: უფრო მეტად უნდა დავატრენინგოთ ოჯახის ექიმები, ,,112″, რომ სწორად შეაფასონ, ვინ მოხვდეს სტაციონარში
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარებში განთავსდნენ ის პაციენტები, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ.
მისივე თქმით, საჭიროა, ოჯახის ექიმების უფრო მეტად დატრენინგება.
,,მთავარი პრობლემაა, რომ ჰოსპიტლის გარეშე არ დარჩეს ის ადამიანი, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ამიტომ, მთელი მუშაობა მიმართული უნდა იყოს, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია, ანუ სტაციონარებში დაწვეს მხოლოდ ის პაციენტები, ვისაც ეს სჭირდება. გამოსავალი არის ის, რომ უფრო მეტად დავატრენინგოთ ოჯახის ექიმები, ,,112″, რომ სწორად შეაფასონ, ვინ მოხვდეს სტაციონარში და ბინაზე მყოფები, რა თქმა უნდა, არ მივატოვოთ,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.