გოჩა ენუქიძე covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

ენუქიძე მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო! ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენს რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტად საყურადღებოა და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მხოლოდ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გაითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, ატაროთ პირბადე, დაიცვათ სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.

ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყონებლივ გადადით იზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით “112”-ს ან ოჯახის ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ დაგიდასტურდათ covid-19, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, დარჩეთ სახლში, არ აჰყვეთ პანიკას და იმოქმედოთ მხოლოდ ექიმების რეკომენდაციით. გაუფრთხილდით საკუთარ თავებსა და ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელება და წერტილოვანი შეზღუდვებით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები