სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს

“მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რეგიონს ნატო-სკენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება.

„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები