„ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას – 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს”

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს”,ვ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ განაცხადა, რომელმაც ინტერნეტ – კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმის (EEDNSF) ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის ევროპის გეგაბიტ საზოგადოების სტრატეგიასთან თანხვედრაში, ჩვენს საწარმოებს და იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას – 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია დომენური სახელების დაცვის გარეშე”, – აღნიშნა ყუბუსიძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online, 18 – 19 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ძირითადად დომენური სახელების DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხს მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობდნენ პროფილური საჯარო, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონულ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე.

ფორუმზე განხილული იქნება დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტი. პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს: რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე; იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება; DNS – ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება, ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა. აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმში ასევე მონაწილეობენ ICANN – ის მმართველობის თავმჯდომარე მარტენ ბოტემანი და აღნიშნული ორგანიზაციის მმართველობის წევრი დანკო ევტოვიჩი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები