მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს.