თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებას დაუჭირა მხარი აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნის შესახებ.

11 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა მთიან ყარაბაღში მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ქვეყნები “სამშვიდობო მისიაში ერთობლივად ჩაერთვებიან”.

თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი და თურქეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მონიტორინგის ცენტრის საშუალებით იმუშავებენ, მაგრამ  “საუბარი ერთობლივ სამშვიდობო მისიებზე არ მიდიოდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები