National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემა National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო, წლევანდელი კონკურსის სლოგანია- Dream Now, Go Later.

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

National Geographic პორტალზე : https://www.nationalgeographic.com/travel/features/best-of-the-world-2021/

წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარერეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევეთავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ესციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაცსვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწისშესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარმასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაურიმწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არისამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიცერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს დააზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4-დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ.”

https://www.nationalgeographic.com/travel/features/best-of-the-world-2021/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები