ზაალ უდუმაშვილი: „ქართულ ოცნებას” დებატები რომ სდომოდა, წინასაარჩევნო კამპანია დებატების გარეშე არ ჩაივლიდა
“ქართულ ოცნებას” დებატები რომ სდომოდა, წინასაარჩევნო კამპანია დებატების გარეშე არ ჩაივლიდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დებატების გამართვა არაფერს შეცვლის.
„ჩვენ რამდენჯერ ვითხოვეთ, დებატებში მოსულიყვნენ და მართლაც ბუჩქებში იმალებოდნენ, კითხვებზე პასუხი რომ არ გაეცათ. მე არ მახსენდება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები არ შემდგარა. ახლა გამოფხიზლდნენ რატომღაც და სურთ დებატები. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, გავივლით კონსულტაციებს ერთმანეთთან და გადავწყვეტთ, თუმცა, მე არ ვფიქრობ რომ ეს დებატები ახლა რაიმეს შეცვლის”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა.