აკაკი ზოიძე: არანაირი საუბარი არაა საყოველთაო ჩაკეტვაზე, პირიქით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი
არანაირი საუბარი არაა, ხაზს გავუსვამ, იმაზე, რომ რაღაც საყოველთაო ჩაკეტვა ან ლოკდაუნი მოხდება, არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი, მისაღები და კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო კონკრეტულ გეგმებსა და ნაბიჯებზე.
„შექმნილი სიტუაცია ნამდვილად საფრთხილოა, საგანგაშოა, საპანიკო რა თქმა უნდა არ არის და სწორედ, ამ პანიკის ელემენტის მოხსნაც მნიშვნელოვანია. პანიკის ელემენტებიც ჩანს უკვე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დღეს ის საუკეთესო რესურსი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, ჩართულია ამ პროცესში და მაქსიმალურად ტარდება კონსულტაციები იმის თაობაზე, რა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ისე, რომ არც ეკონომიკა დაზარალდეს, სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ამავდროულად, მოხდეს ამ სახიფათო ტენდენციის შებრუნება, რასაც ჰქვია ინფიცირებულების მზარდი რაოდენობა, რაც მთავარია, ყველაზე უფრო ტრაგიკული რაც არის, ეს არის მზარდი რაოდენობა სიკვდილიანობის.
კონკრეტულ ნაბიჯებზე იყოს მსჯელობა, კონკრეტულ გეგმაზე, რომელსაც ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით ალბათ უახლოეს პერიოდში მთავრობა შემოგვთავაზებს. მთავარი მომენტია, რომ არანაირი საუბარი არაა, ხაზს გავუსვამ, იმაზე, რომ რაღაც საყოველთაო ჩაკეტვა ან ლოკდაუნი მოხდება, არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოსაძებნი, მისაღები და კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.