“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი იმის ერთგვარი აღიარებაა, რომ რეგიონში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, პომპეოს ვიზიტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ
“ეს არის იმის ერთგვარი აღიარება, რომ რეგიონში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ასეთი შეხვედრებით ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის. უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარ ვიზიტს აქვს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა და პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა მისცენ თავის თავს იმის უფლება, რომ ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ”, – აცხადებს კახიანი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოდის.