ზესტაფონში მამაკაცმა ქალს სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა

“ბრალდებას დიდად არ ვეთანხმები – ცილისწამებაა, მეგობარი მამაკაცი იყო, რომელსაც ვუვლიდი”, –
ზესტაფონში მამაკაცმა სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა. რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახალგაზრდა ქალს მამაკაცის მიმართ ძალადობას ედავებიან.
როგორც ბრალდებულმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო სუბარში განაცხადა, ბრალდებას არ ეთანხმება და აღნიშნული ფაქტი ცილისწამებაა.

„პოლიციაში ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა დამკითხონ, ბრალდებას დიდად არ ვეთანხმები – ცილისწამებაა. მეგობარი მამაკაცი იყო, რომელსაც ვუვლიდი, ვუსუფთავებდი, ვაჭმევდი, სახლს ვულაგებდი და ა.შ.
მისი ამ გადაწყვეტილების საბაბი, ალბათ, ეჭვიანობა გახდა. რესტორანშიც თანამშრომლებთან ერთად მარტო არ გამიშვა, ჩემთან ერთად იყო“, – განაცხადა ახალგაზრდა ქალბატონმა.

ზესტაფონის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ჯერჯერობით არ გამოკითხულა ბრალდების მხარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები