პომპეო: აშშ-მა და ევროპამ თურქეთის გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ
“ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ნაბიჯების შესაკავებლად ერთად უნდა იმოქმედონ”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
“პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მე ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლო ლდროინდელი ქმედებები იყო აგრესიული”, – თქვა დიპლომატმა ყარაბაღის კონფლიქტში ანკარას მხრიდან ბაქოს მხარდაჭერაზე საუბრისას, ასევე, ლიბიასა და ხმელთაშუაზღვაში მოქმედებების განხილვისას.
“ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმუშაონ, რომ დავარწმუნოთ ერდოღანი იმაში, მსგავსი ქმედებები მისი ხალხის ინტერესში არ არის”, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
მისივე თქმით, თურქეთის მიერ სამხედრო პოტენციალის გაცილებით აქტიური გამოყენება შეშფოთების საგანია, თუმცა მას არ უთქვამს, უნდა დარჩეს თუ არა ანკარა ნატო-ში თუ დატოვოს ალიანსი.
გარდა ამისა, პომპეომ თქვა, რომ თეთრ სახლს კიდევ აქვს სამუშაო, რომ ირანზე ზეწოლა მოახდინოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 13-23 ნოემბრის პერიოდში ტურნეს ახორციელებს, რომლის ფარგლებში ის უკვე იმყოფებოდა საფრანგეთსა და თურქეთში, დღეს კი, საქართველოში ჩამოდის. თბილისის შემდეგ დიპლომატი ისრაელში მიემგზავრება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.