საქართველოდან 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან, 1-ელი აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მილიონ აშშ დოლარით გაიზარდა.

ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა); ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები