შსს-მ გლდანში ნიკა მელიას ოფისში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიყო.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები