გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო ოფისს თავს დაესხნენ

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები