ირაკლი შონია: გიორგი გახარიამ თავისი პრემიერობა დაიწყო კავკასიური პოლიტიკის დალაგებით და განმტკიცებით მეზობელ ქვეყნებთან
“რომ არა პანდემია, რომელმაც არა მარტო ჩვენ, მთელს მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე, ვინ იცის რამდენი საქმიანი ვიზიტი გვექნებოდა უცხო ქვეყნებთან”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოსახლეობა გიორგი გახარიასგან მოითხოვს ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნას, რეგიონებში ახალი რწმუნებულების დანიშვნას, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალობის გარდა, იქნებიან პატიოსანი და ერთგული ადამიანები.
“გიორგი გახარიამ თავისი პრემიერობა დაიწყო კავკასიური პოლიტიკის დალაგებით და განმტკიცებით მეზობელ ქვეყნებთან, ბაქოსთან და ერევანთან… უმნიშვნელოვანესი იყო მისი მონაწილეობა ტანაპის ღონისძიებაზე თურქეთში… მეგობრული და საქმიანი შეხვედრა ერდოღანთან და ალიევთან, თბილისში სტუმრობა ფაშინიანის… ეკონომიკური ფორუმი კიევში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე დღიანი ვიზიტი დავოსში, სადაც მსოფლიო წამყვანი პოლიტიკოსების და უმსხვილესი ბიზნესმენების წინაშე წარდგა გიორგი გახარია…(ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჟურნალისტს დავოსის თემაზე ვრცელი წერილი მომემზადებინა)… საქართველოს პრემიერი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინამძღოლი პოლიტიკოსია, არამედ ის ერთ-ერთი წარმმართველი ფიგურაა კავკასიურ საკითხებში, ამიტომ ახლად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ უმოკლეს ვადაში კვლავ უნდა აირჩიოს საქართველოს პრემიერად გიორგი გახარია! მასზე დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სტაბილიზაცია და სწრაფვა მომავლისაკენ! მოსახლეობა მისგან მოითხოვს ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნას, რეგიონებში ახალი რწმუნებულების დანიშვნას, რომელნიც თავისი საქმის პროფესიონალობის გარდა, იქნებიან პატიოსანი ადამიანები, ერთგულები (თავად პრემიერის) და საკუთარ თავზე წინ სახელმწიფო ინტერესებს დააყენებენ! ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კი ყოველთვის მხარს დაუჭერს გიორგი გახარიას, როგორც პატრიოტ, ღირსეულ შვილს საქართველოსი და შორსმჭვრეტელ, დიპლომატ პოლიტიკოსს”, – აცხადებს ირაკლი შონია.