პარტია „კანონი და სამართალი“-ს ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ ცვლილებებზე, მიხეილ სააკაშვილზე და ოპოზიციაზე ისაუბრა.
„დღეს შევიკრიბეთ და მიხარია, რომ ერთად ვართ. მწყინს, კვლავ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ რუსული მმართველობა ისევ გვადგას მხრებზე. დიახ, თუ რამე უბედურება გვჭრის, რაც კი დაგვემართა, მხოლოდ იმ ცუდი მეზობლის გამო, რომელმაც ეს მარგალიტივით ქვეყანა ვერ შეირგო.
„მიშა საქართველოს გადარჩენის შაინსიაო” – აქ ვხედავ წარწერას. ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რა – მოდით ვისაუბროთ, თუ რაამე კარგი გააკეთ,ა ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმდებები იყო, იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიცია ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ ის დანაშაულებები, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით აღშშენებლობით, მაგარი საქართველო ავაშენოთ.
საქართველოში ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს პოლიტიკამ იცის ასე, ეს ეტაპია ასეთი. ჩვენ შევიკარით იმისთვის, რომ ეს მმართველობა გადავაგდოთ. როცა კანონს და სამართალს ქვეყანაში დავახვედრებთ ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა მიშაც, გრიშაც, გიორგიც, პეტრეც და ყველა“, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.