რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე უკვე იკრიბებიან პოლიტიკური პარტიიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები.
ადგილზე უკვე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა