ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: მომხრე ვართ გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

ოკუპირებული აფხაზეთი მომხრეა გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ამ ფორმატს განიხილავს მნიშვნელოვან მექანიზმად სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე დე ფაქტო უწყებაში კომენტარი გაკეთდა ეუთოში ამერიკის ელჩის ჯეიმს გილმორის ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლაზე, რომელიც ვენაში 12 ნოემბერს შედგა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გილმორმა აქცენტი გააკეთა კორონავირუსის გამო ჟენევის დისკუსიის არშემდგარ რაუნდზე, რომელიც, მისი თქმით, რუსულმა მხარემ ჩაშალა. „ჟენევის დისკუსიების მუშაობაში დაინტერესებულია ყველა მონაწილე. უკვე დროა ამის გაცნობიერება და შეწყდეს ამ თემაზე სპეკულირება“ , – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები