ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს წამალი აფთიაქებში არ გაიყიდება და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება.

„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად, სჭირდებათ მძიმე პაციენტებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები