მოსამართლემ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 პირი პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული 6 პირი პატიმრობაში დარჩა.

აღნიშნული საქმე თითქმის 5 თვეს მიმდინარეობდა. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, ის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის,   ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს: ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებასქ და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილსა და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-სა და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები