ცოცხალი რიგი ახმეტელის მეტროსთან – სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსლეში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ახმეტელის მეტროს შესასვლელში ცოცხალი რიგია.
ასობით ადამიანი შეკრებილია ახმეტელის მეტროს შესასვლეში, ყოველგვარი დისტანციის გარეშე. ფოტომასალა მეტროს ტერიტორიიდან, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში – ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო.