ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე სრული ,,ლოკდაუნი” არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრული ,,ლოკდაუნი” არ განიხილება.

მისი თქმით, უკვე მოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ეპიდვითარების შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს.

„ჟღერდება რეკომენდაციები საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც კონსენსუსის წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს. ნაწილობრივი ,,ლოკდაუნი,, და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სრული ,,ლოკდაუნი” არ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები