“კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ, ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”, – ამის შესახებ კვირას” საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.
ცნობისთვის, “კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.
მოგვიანებით, ივანე ბურდული მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “კვირას” მიერ მესამე პირისგან მოპოვებული აუდიოჩანაწერი გაყალბებულია. ბურდულის თქმით, მას ხატია ფერსაშვილთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობები ჰქონდა და მსგავს საკითხებზე არასდროს უსაუბრია.
“კვირას” ჩანაწერი ავთენტურია და მედიაჰოლდინგი, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.