ბოლო ჩახმახი, სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით, თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო , – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
არიან თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციასა და ხელისუფლების წევრებს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლები, ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკვე ეს აღარ იცის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ აქამდე ყველაფერი მომზადებული იყო.
“ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ,”- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2- ის “ღამის მთავარში”.