მარიამ ქვრივიშვილი: პომპეოს ვიზიტი გზავნილია, რომ აშშ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს

„ქართული ოცნების” წევრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი გზავნილია, რომ აშშ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს.

„ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებასა და აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება რაც აშშ-ს მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს.

აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს.

მნიშვნელოვანია, რომ სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტი”, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები