ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Analitik.am-ი ავრცელებს.
ფონდის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის ამსახველი ვიდეო ,,იუთუბ”-ზე ვრცელდება.
როგორც ვიდეოში ჩანს, ფონდის შენობაში შეჭრილი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდნენ. მათ დოკუმენტები, ავეჯი და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს.