ამირან გამყრელიძე: მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკჯგუფი, ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა.

გამყრელიძე, რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ახლა არის უკვე ვირუსების სეზონი. ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ მალე ალბათ გამოჩნდება, მაგრამ სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ. ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს კიდევ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. დღევანდელი დღის მონაცემებით, აცრილია 38 000-მდე ადამიანი. ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს ვაქცინის 235 000 დოზა, ასევე გატანილი აქვს ჯარს და პოლიციას და იკეთებენ აცრას, იცრებიან ჩემი კოლეგებიც. 5000 დიაბეტიანია უკვე აცრილი, ასევე 2400 დიალეზზე მყოფი, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში უკვე 1000 ადამიანია აცრილი და ა.შ. დაახლოებით 13 000 ჩვენი კოლეგაა ქვეყანაში აცრილი. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი ერთად არის 50 000-მდე და და სასურველია, ყველა იქნეს აცრილი, რამეთუ ისინი წინა ხაზზე არიან კოვიდის. შარშანდელი დიდი რეტროსპექტრული კვლევის ამონარიდი მინდა გითხრათ, რომ გრიპზე აცრილები და ის, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდა კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, გრიპზე აცრა პირდაპირ არ იცავს, ის იცავს გრიპისგან, მაგრამ თუ გრიპზე აცრილი ხართ ნოემბერში და დეკემბერში, აღარ გვექნება ზედდება ამ ორი ვირუსის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები