ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ის ფარგლებში გვაქვს

“სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ის ფარგლებში გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალი კორონავირუსისგან განიკურნება, სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

„იცით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციის მოწოდება. კარგია, რომ ძალიან ბევრი გამოეხმაურა ამ მოწოდებას. მე მხედველობაში მაქვს არამომუშავე ექიმები, პენსიაზე მყოფი ექიმები. ასევე, აქტიურად არიან ჩართულები მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები, როგორც ექიმთა ასისტენტები ან ექთნად მომუშავეები. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ის ფარგლებში გვაქვს. რაოდენობრივად ეს, დაახლოებით, 2000 არის. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა 2 კვირის განმავლობაში ჯანმრთელდება და ისევ უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კრიტიკული ადამიანების, განსაკუთრებით რეანიმატოლოგების და ინტენსიური თერაპიის ექიმების დაინფიცირება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები