„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
მისივე თქმით, ყველაფერი ცივილური ფორმებით უნდა მოგვარდეს.
„მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების – საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა – დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალაძემ.