გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების პროექტს სთავაზობს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების პროექტს სთავაზობს.

მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება ისე, რომ სახე არ დაკარგოს.

“შეთანხმების პროექტი:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:

1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს.
2. პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასა და ხმის დათვლასთან დაკავშირებით.
3. ცესკო-ს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.
4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის ან გირაოს გამოყენებით, გარდა – მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).

ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობისა და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი, საერთო თანხმობით, დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები.

ხელმომწერები:
ქართული ოცნება 48%
ოპოზიცია …………..52%”, –  აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები