თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ მოხდება, იმიტომ რომ, როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება, რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის რომელიმე სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს, გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა წყლის ჭავლთ აქციის დაშლისა.
„ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც მანიფესტანტები ღობეს ანგრევდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება.
მაგალითად, როდესაც თქვენ მე თავს დამესხმებით მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ მოხდება, იმიტომ რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება, რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის რომელიმე სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრნან ადამიანებ,ი ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და რაც ვიხილეთ ამას უშვებს კანონდებლობაც. პოლიციას ფიზიკურად სხვა გზა ერ ექნებოდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.