დარწმუნებული ვარ, ესეც არ გამოუვათ და საბოლოოდ ჩიხში შევა ეს მათი მცდელობები ქვეყნის დესტაბილიზაციის,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები ზვიად კუპრავას სცენარს ახორციელებენ.
,,ზვიად კუპრავას უთქვამს, რომ 1000 ,,ბოევიკით“ აიღებენ ცესკოს შენობას”. ახლა ზუსტად ამ სცენარს ახორციელებენ, უფრო სწორედ მცდელობა აქვთ და ვერაფერი გამოუვათ. რამდენიმე საათის წინ ხუმრობით დავწერე, რომ დიღომში წასვლის მეტი ვერაფერი. მოიფიქრეს-თქო. თუმცა, სინამდვილეში ცესკოში შეჭრის გეგმები ამოძრავებთ. უბრალოდ მე ეს არ ვიცოდი.
დარწმუნებული ვარ, ესეც არ გამოუვათ და საბოლოოდ ჩიხში შევა ეს მათი მცდელობები ქვეყნის დესტაბილიზაციის“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.