შსს ცესკო-სთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაშლისკენ

შსს ცესკო-სთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაშლისკენ, წინაღმდეგ შემთხვევაში მართლწესრიგის დარღვევაზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.

შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

“სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა აქციაზე მართლწესრიგის დაცვას და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. მთელი დღის განმავლობაშია აქცია არ გასცდენია კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს ცესკოს-თან მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეებმა სცადეს ძალადობრივად მოერღვიათ ჯებირი და უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება”, – აღნიშნა კახაბერ საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები