„შსს-მ ბოლო პერიოდში დაჯავშნული ავტომანქანები მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის შეიძინა“

  შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბოლო პერიოდში მისი უწყების მიერ მხოლოდ დაჯავშნული ავტომანქანების შესყიდვის ფაქტს ადასტურებს,- ამის შესახებ კომენტარი შსს მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა.
როგორც ჭიკაიძემ ჟურნალისტებს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა, მანქანების შეძენა კონკრეტული პირებისთვის არ მომხდარა. “ჩვენი სამინისტროს მიერ თუ იქნა რამე შესყიდული, ესაა სპეცსამსახურებისთვის ბრონირებული მანქანები, რომლებიც მოხმარდება გარკვეულ სპეცოპერაციებს.
მანქანები რომ გვეყიდა პიროვნებებისთვის, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ძველი მანქანები გვყავს, რითაც აქამდე დავდიოდით”, – აღნიშნა ჭიკაიძემ. შეგახსენებთ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლაგვაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას აგრძელებენ და საკუთარი კომფორტის შექმნით არიან დაკავებულნი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თანამდებობის პირთა მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები