“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს.
“გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის დემოკრატიის და პროგრესის უზრუნველსაყოფად”,- წერს თალაკვაძე „ტვიტერზე“.