ჯო ბაიდენი: ჩვენ შეიძლება ოპონენტები ვიყოთ, მაგრამ არ ვართ მტრები,  ამერიკელები ვართ

„ჩვენ ამ ბროძოლას მოვიგებთ“ – ამის შესახებ  ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა,  ჯო ბაიდენმა გუშინ ღამით, ამომრჩეველთათვის მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მას 300-ზე მეტი კოლეგიის ხმის მიღებაც შეეძლო. ასევე დასძინა, რომ მან ამერიკის  საპრეზიდენტო მარათონის ისტორიაში ყველაზე მეტი – 74 მილიონი ხმა მიიღო.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად ზომებს მიიღებს. ასევე, აქტიურად იბრძოლებს ეკონომიკური პრობლემების, კლიმატის ცვლილებებისა და რასიზმის დასაძლევად.

„ჩვენ შეიძლება ოპონენტები ვიყოთ, მაგრამ არ ვართ მტრები,  ამერიკელები ვართ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხდა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს  და ოფიციალური  ცნობა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები