შსს: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირია იდენტიფიცირებული

ბიძინა ივანიშვილის ბიზენსცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან სროლა მოხდა.
აღიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

აქტივისტების განცხადებით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი აქციას მართავდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.
ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ტყვიის მასრები. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები