ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ამ რთულ ბრძოლაში ჩაერთნენ

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ ამ რთულ ბრძოლაში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტთა მართვაში სტუდენტები ეხმარებიან.

„გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპისთვის საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში და ესენი არიან ჩვენი სტუდენტები. მათ გადამზადებაში კოვიდის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ ამ რთულ ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინკლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები