ბოლივიის პრეზიდენტზე თავდასხმისას დამნაშავეებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს
ბოლივიის არჩეულ პრეზიდენტზე, ლუის არსეზე თავდასხმა მოხდა, გამოყენებულია დინამიტი.
ამის შესახებ პარტია “სოციალიზმისკენ სვლის” პრესმდივანმა, სებასტიან მიჩელმა განაცხადა, წერს Pagina Siete.
“რამდენიმე წუთის წინ დაუდგენელი პირების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი აღმოვჩდით, რომლებმაც დინამიტი ქალაქგარეთ მდებარე სახლში დატოვეს, სადაც ლუის არსესთან შეხვედრას ვმართავდით”, – თქვა მიჩელმა.
მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიჩელმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ არცერთ პირს, ვინც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, კომენტარი არ გაუკეთებია.
სავარაუდოა, რომ დინამიტი ოპოზიციური საპროტესტო აქციის წევრებმა დატოვეს, რომელიც სახლთან ახლოს მიმდინარეობდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო.