ამირან გამყრელიძე: 20 ნოემბრიდან გრიპის ვირუსი უკვე გამოჩნდება, მომზადებულები შევხვდეთ

“გრიპის საკმაო ვაქცინაა ქვეყანაში. პირველ ყოვლისა, რისკჯგუფებს მოვუწოდებ, სასურველია, ამ თვის განმავლობაში, 20-25 რიცხვამდე მოქალაქეები აიცრან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ გრიპის ვირუსი 20 ნოემბრიდან ცირკულირებას დაიწყებს.

“გრიპის საკმაო ვაქცინაა ქვეყანაში. პირველ ყოვლისა, რისკჯგუფებს მოვუწოდებ, სასურველია, ამ თვის განმავლობაში 20-25 რიცხვამდე მოქალაქეები აიცრან. გრიპის აცრა მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება. დოზები კლინიკებში განაწილებულია. გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 20 ნოემბრიდან გრიპის ვირუსი უკვე გამოჩნდება და სასურველია, გრიპის სეზონს მომზადებულები შევხვდეთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები