ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ოთხ შეკვრად დაფასოებული, ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ერთ კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების რვიდან 20 წლამდე ან უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები