საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიქრი იმაზე, რომ პარტიებს, ვინც პარლამენტში არ შედის, დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა, ლეგიტიმურიც იყოს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
“მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და მისმა ლიდერებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომ პარლამენტში არ შემოვლენ, თუ ვინმემ იფიქრა, რომ დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთ, ეს შეიძლება, აბსოლუტურად ლეგიტიმურიც იყოს, თუმცა, ეს სამსჯელო საკითხია და დღეს ვერ გადაწყდება”, – განაცხადა მდინარაძემ.