თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid19 დაუდასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო მომხმარებელს მიმართავს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.
მოვუწოდებთ სასამართლოს ვიზიტორებსა და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეზღუდონ ზემოთ ხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.